შექმენი შენი ტური

მყინვარწვერის ფერხთით ( 1 დღე )

1 დღე სტეფანწმინდა
0
შეკვეთა

აღწერა

„საქართველოს სამხედრო გზა“ - ეს ერთ ერთი უძველესი  გზაა, რომელსაც სტრაბონიც მოიხსენიებს (ძვ.წ.აღ. I  საუკუნე), და აღნიშნავს, რომ აქ ვიწრო და რთული გზა გადიოდა. 1803 წელს ამ გზის მშენებლობა იმდენად რთული პროცესი იყო, რომ მუშების თოკებით დაბმა და უფსკრულზე დაკიდებაც კი უხდებოდათ მშენებლებს.  ზოგადად  ხევი მომნუსხველად ლამაზია და ამაში თბილისიდან გასულები სულ მალე, საათნახევარში  დარწმუნდებით, თუმცა გზაც არანაკლებ სიამოვნებას განიჭებთ. მომხიბლავია ანანურის კომპლექსი ზურმუხტისფერი წყალსაცავის ჩარჩოში.

ცნობილი სამთო სათხილამურო კურორტის, გუდაურის გავლით უფრო ზევით მივიწევთ. უამრავი ლეგენდა უკავშირდება ამ ადგილებს. მათ შორის მთის მასივს, რომელსაც ოდესღაც საქართველოს განძთსაცავის მისია ეკისრა. სტეფანწმინდა - მსოფლიოს 10 ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის ერთ ერთი და გერგეტის სამება-რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ.  ტაძარი მდებარეობს  2170 მ-ზე ზღვის დონიდან და მთის მასივსა და მყინვართან ერთად საოცარ ანსამბლს ქმნის. და  ისევ ზევით, დარიალის ხეობისაკენ, სადაც თავზე წამომდგარი კლდეები თავს სამყაროს მიკროსკოპულ ნაწილად გაგრძნობინებთ...

საქართველოს მთები ის ადგილია, რომელიც ყველა უსიამოვნებას ისრუტავს და თავისუფლებად და სიმშვიდედ დაგიბრუნებთ

განრიგი

  • დაწყების დრო: 08:30
  • დასრულების დრო:21:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდიქართულენოვანი/უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • გადაადგილებაკომფორტული  მიკრო ავტობუსი, დელიკა (გერგეტი)
  • კვებაერთჯერადი + სნეკები
  • წყალიშეუზღუდავი

 ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას
  • სამოგზაურო დაზღვევას.

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა: ჩრდილო აღმოსავლეთ საქართველო.
  • ზღვის დონიდან: 2200 მ.
  • კლიმატი: მთის ; ტენიანობა - 72%.
  • მარშუტის სირთულე: სამანქანო-საშუალოდ რთული.
  • მარშუტის სირთულე: საფეხმავლო-მარტივი

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ.

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.