შექმენი შენი ტური

თავგადასავალი საქართველოს მთებში ( 4 დღე )

4 დღე ხევსურეთი
0
შეკვეთა

აღწერა

საქართველოს მთები ის ადგილია, რომლის ბუნებრივი ხიბლი ჯერ არ შეცვლილა ურბანული გარემოთი, სადაც ბუნებაც და ადამიანებიც თავისუფლები და ბუნებრივები არიან. აქ მიწას და წყალს სხვანაირი სუნი და გემო აქვს... გაფრთხილდით, აქ მთათაშორის სივრცეს შეუძლია თავისუფლების ისეთი განცდა მოგგვაროთ, რაც სამუდამოდ მიაჯაჭვავს თქვენს სულს აქაურობას.

ტური მოიცავს საშუალოზე რთულ თრექინგს, ველოთრექინგს და რაფტინგს და გათვლილია შესაბამისი ფიზიკური მონაცემების მქონე მოგზაურებზე.

განრიგი

დღე 1. თბილისი, მცხეთა, ანანური, ფასანაური, სტეფანწმინდა, ჯუთა:

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო19:00

ვიწყებთ მარტივი შესავლით და მოვინახულებთ ხევის მარგალიტებს, რადგან შეუძლებელია საქართველოს მთები აღიქვა, თუ არ გინახავთ ზურმუხტისფერი წყალსაცავით გარშემორტყმული მთების სიმწვანეში ჩაფლული ანანურის ციხე, მრავალი კილომეტრის იქით მოელვარე მყინვარების თეთრი ქუდები, რომლებსაც ნელნელა უახლოვდები და მაინც მიუწვდომელი და საოცარია, გერგეტის სამების საოცრება, რამაც ქალაქი სტეფანწმინდა მსოფლიოს 10 ულამაზეს პატარა ქალაქების სიაში შეიყვანა.

პირველ დღეს ვასრულებთ ზღვის დონიდან 2200 მ -ზე მდებარე სოფელში, რომელიც უშგულთან ერთად ითვლება ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად, თუმცა აქ თქვენ ღირსეულად გიმასპინძლებთ კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო.

დღე 2. ჯუთა, როშკა:

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო20:00

წინ საშუალოზე რთული საფეხმავლო მარშრუტია. საჭიროა მხოლოდ მსუბუქი აღჭურვილობა. მოგზაურთა ბარგის ტრანსპორტირებაზე დანიშნულების ადგილამდე ვზრუნავთ ჩვენ. გასავლელია 18 კილომეტრი ულამაზესი ალპური პეიზაჟების და მთათა მასივების ფონზე, გადასალახია „ჭაუხები“ და სანახავია საოცარი ფერადი ტბები, ნახავთ, თუ როგორ იბადება მთაში მდინარე, როგორ ყვავილობს დეკა, ნახავთ როშკის ლოდებს, რომლებიც მსოფლიოში უდიდეს ერატიულ (მოხეტიალე) ლოდებად ითვლება, და რომლებიც სწორედ იმ ჭაუხებიდან ჩამოიტანა მყინვარმა, რომელიც თქვენ ეს ესაა გადალახეთ!

დავბინავდებით სოფელ როშკაში და ვემზადებით მესამე, საოცარი დღისთვის .

დღე 3. როშკა, მაღაროსკარი:

  • დაწყების დრო: 08:00
  • დასრულების დრო20:00

ტურის მესამე დღე ყველაზე მრავალფეროვანია. ვიწყებთ საფეხმავლო ბილიკით, თუმცა ის საკმაოდ მოკლეა გუშინდელთან შედარებით-სულ 7 კილომეტრი. თრექინგის დასასრულს თქვენ გელოდებათ ველოსიპედები, რომლებიც  შემდეგი 33 კილომეტრის სიამოვნებით გავლაში დაგვეხმარებიან J , თუმცა ეს ყველაფერი არაა. წინაა დაახლოებით საათნახევრიანი რაფტინგი საქართველოს ერთ ერთ ულამაზეს მდინარე არაგვზე. და ბოლოს, დღეს ვასრულებთ კემპინგით. ულამაზესი საღამო კოცონთან, ნაკვერჩხალზე აშიშხინებული მწვადები და უკან მოტოვებული დამღლელი, მაგრამ საოცარი საათების განცდა...

დღე 4. მაღაროსკარი, თბილისი:

  • დაწყების დრო: 10:00
  • დასრულების დრო:თავისუფალი

ტურის მეოთხე დღეს ვბრუნდებით თბილისში

P.S.  კიდევ ხომ არ გაგვემეორებინა? :)

 

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი/გამყოლიუცხოენოვანი/ქართულენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • განთავსება: სრული (საოჯახო ტიპის სასტუმრო, კემპინგი)
  • გადაადგილებაკომფორტული მიკრო ავტობუსი, მთის ველოსიპედები- ,,trek 3000'' , ,,skott’’ , ნავები
  • კვებაორჯერადი+სნეკები
  • წყალიშეუზღუდავი

 ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას ტურით გათვალისწინებულის გარდა
  • სასტუმროს: ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას

 ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობააღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი
  • ზღვის დონიდან380 - 2200 მ 
  • კლიმატიდაბალი მთის,  ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი; ზაფხული თბილი; ტენიანობა:  ზომიერად ტენიანი
  • მარშრუტის სირთულესამანქანო- მარტივი
  • მარშრუტის სირთულესაფეხმავლო-საშულოდ რთული
  • მარშუტის სირთულე: rafting-საშუალოდ რთული
  • მარშუტის სირთულე: track bike-საშუალოდ რთული

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული სპორტული ფეხსაცმელი: hiking, track bike და rafting-ისთვის;
  • მოხერხებული მსუბუქი სამოსი: hiking, track bike და rafting-ისთვის;
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ.