შექმენი შენი ტური
09-02-2018

ზამთრის ოლიმპიური თამაშები-საქართველო!

25 თებერვლის ჩათვლით ყურადღება ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშებს დაეთმობა.  სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 92 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები მოიყრიან თავს 16 დღის განმავლობაში.

ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები პიონჩანგში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

www.1tv.ge