შექმენი შენი ტური
19-04-2018

ტურიზმის ადმინისტრაცია Tripadvisor-ზე ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს !

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ პორტალზე Tripadvisor ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს.

თანამშრომოლობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით2018 წლის 23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე საქართველოს შესახებ Tripadvisor-ზე ბანერული რეკლამა განთავსდება, რომელსაც სავარაუდოდ 3 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებელი იხილავს.ხოლო premium partnership პაკეტი, რაც შინაარსის განახლებას და მართვის საშუალებას გულისხმობს2019 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება.

 

www.imedinews.ge