შექმენი შენი ტური
28-04-2018

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართება !

2018 წელს, იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართება.

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენის საკითხი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად,  საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse“, ტოკიოს ეროვნული „უენოს“ მუზეუმის და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ საფრანგეთში,  ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin“ 2017 წელს 4 თვის განმავლობაში  მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.

 

www.businesstime.ge