შექმენი შენი ტური
10-02-2018

თბილისი მსოფლიო გიდების ასოციაციის კონგრესს უმასპინძლებს !

2019 წლის იანვარში თბილისი მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს. მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით,  გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

გიორგი ჩოგოვაძემ სტუმრებს თბილისის ისტორიულ უბნებში მეგზურობა გაუწია და  ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები გააცნო.

10 დღის განმავლობაში, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის დელეგაციის წევრები  შერჩეული ობიექტების, სამუშაო ჯგუფის, სატრანსპორტო კომპანიების და დაგეგმილი მიმართულებების ინსპექტირებას მოახდენენ.

მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს საქართველოში მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 500 ტურისტული გიდი დაესწრება.