შექმენი შენი ტური
08-03-2018

საქართველოში ტურისტთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება!

საქართველოში ტურისტთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება!

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით ტურისტთა ოდენობამ იანვრის თვეში საგრძნობლად იმატა, რაზეც წარმოდგენილი ციფრები მეტყველებს.

სტუმარი ირჩევს საქართველოს!

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი  აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28%, და ლიტვა +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +131%, საუდის არაბეთი +127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48% და თურქეთი +20%.

www.gnta.ge