შექმენი შენი ტური
10-04-2018

ლეო მესი ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის ელჩად დანიშნა !

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ლიონელ მესი ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა. ფეხბურთელს შესაბამისი მოწმობა „ლეგანესთან“ თამაშის შემდეგ გადაეცა.

მესი პოპულარიზაციას რამდენიმე მიმართულებას გაუწევს, მათ შორის ტურიზმისა და მდგრადი განვითარების მიზნებს.

არგენტინელი ვარსკვლავი აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებში, 2010 წლიდან კი გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩია.

ამ ორგანიზაციაში მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო იერო და „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე არიან.

 

www.fortuna.ge