შექმენი შენი ტური

საცხენოსნო-საფეხმავლო ტური ლიკანში (2 დღე)

2 დღე ბორჯომ-ხარაგაული
0
შეკვეთა

აღწერა

გთავაზობთ ორდღიან საცხენოსნო-საფეხმავლო ეკო-ტურს ულამაზეს ბორჯომის ხეობაში. მარშრუტი იწყება ლიკანიდან და მიუყვება ხეობას. პირველ დღეს თქვენს განკარგულებაშია გიდი, ცხენები და გამყოლი. ბილიკი ულამაზესი ხედების ფონზე მიემართება ზევით, თუმცა გზაზე სწორი მონაკვეთებიცაა და დაახლოებით 6 საათი გრძელდება.

კოტეჯი, რომელიც ზღვის დონიდან 950 მ-ზეა, - თქვენს განკარგულებაშია, სადაც დაგხვდებათ ბუხარი, ღუმელი, შეშა, რომლის დაპობაზე გამყოლი იზრუნებს, თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა მყუდრო და თბილი საღამოს მოწყობაში, რასაც ნაკვერჩხალზე აშიშხინებული მწვადები, ღადარში გამომცხვარი კარტოფილი და ხაჭაპურები გაალამაზებს.

მეორე დღე კიდევ უფრო სასიამოვნოა. აქედან ულამაზესი ხედები იშლება და ისინი უკან გზაზეც არ მოგაკლდებათ. წიწვოვანი ტყის და მთების პეიზაჟები გულგრილს ვერ დაგტოვებთ. ეს უკვე მარტივი და უფრო მოკლე მარშრუტია და მას ფეხით გავივლით. არ იჩქაროთ და დატკბით გარემოთი. თან გაგყვებათ ბევრი ფოტო და ულამაზესი მოგონებები, რომლებიც არაერთხელ დაგაბრუნებენ ამ ადგილას.

განრიგი

დღე 1.

  • დაწყების დრო: 08:00
  • დასრულების დრო: 19:00

დღე 2.

  • დაწყების დრო: 08:00
  • დასრულების დრო: 20:00

 ტური ითვალისწინებს:

  • გიდიქართულენოვანი/უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • განთავსებანაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კოტეჯში
  • გადაადგილებაკომფორტული  მიკრო ავტობუსი, ცხენები, საფეხმავლო
  • კვებაერთჯერადი + სნეკები
  • წყალიშეუზღუდავი

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას
  • სასტუმროს: ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას.
  • ინდივიდუალურ საძილე ტომარას და ქვეშსაგებელს 

 ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობაცენტრალური საქართველო
  • ზღვის დონიდან: 800 მ-950 მ
  • კლიმატისუბტროპიკული ჰავა,  ზომიერად თბილი.
  • მარშრუტის სირთულესამანქანო-მარტივი
  • მარშრუტის სირთულესაფეხმავლო-საცხენოსნო- საშუალოდ რთული

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
  • საძილე ტომარა და ქვეშსაგებელი (შესაძლებელია ადგილზე ქირაობა)
  • Power bank
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ.