შექმენი შენი ტური

საქართველოს მთებში ( 1 დღე )

1 დღე ხევი
0
შეკვეთა

აღწერა

საქართველო - ეს ულამაზესი მთებია! კონკრეტულად ეს ტური  კლდეებსა და ხეობებს შორის გადის, რომლებიც ქართული საზომებითაც კი დიდებულად  ითვლება.

თბილისიდან უკვე არც თუ ისე შორს, ცნობილი ანანურის ულამაზესი კომპლექსი და მის ქვემოთ ცისფერი ტოპაზივით მოელვარე წყლსაცავი გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. შემდეგ კი ნელ-ნელა ხვდებით, რომ მთების ხიბლი გიპყრობთ.

მთიულეთი ულამაზესია წლის ყველა დროს. გუდაურის  სერპანტინი კი უკვე ალპური ზონაა, კამკამა ლურჯი ცითა და ზამთარში ქათქათა, ზაფხულში კი მწვანედ მოელვარე ხავერდის მთის კალთებით. აქ ცნობილი სამთო სათხილამურო კურორტია - გუდაური. ჩვენ სულ უფრო ზევით მივიწევთ. ქალაქი სტეფანწმინდა უცნაური სინთეზია  ქართული თვითმყოფადობისა და ტურიზმის ცენტრისა.

რასაც ვერასდროს დაივიწყებთ - ესაა გერგეტის სამება. ეს ტაძარია ქალაქის თავზე აღმართული  მთის წვერზე, ზღვის დონიდან 2170 მ-ზე, ულამაზესი მყინვარის ფონზე და ეს ყოველივე ერთ მთლიანობად აღიქმება. ტაძართან ასულებს დაუვიწყარი ხედები გეშლებათ თვალწინ - თითქოს სამყარო თქვენს ფერხთითაა, თუმცა სუნთქვას გიკრავთ  მოპირდაპირედ აღმართული მყინვარის უზარმაზარი მასივი.

დარიალის ხეობა - ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი საქართველოში, სადაც კლდეებს შორის შეფენილი ულამაზესი მონასტრის დათვლიერება შეგეძლებათ. გზად კი ცხენით გასეირნების საშუალებაც გაქვთ სურვილის შემთხვევაში.

... და ამ ყველაფრის მიუხედავად დაღლილები და ნასიამოვნებები თბილისში არც ისე გვიან ვბრუნდებით - საქართველოს თავისებურება და ხიბლი ხომ მისი მოკლე მანძილებზე განლაგებული ბუნებრივი მრავალფეროვნებაა...

განრიგი

  • დაწყების დრო:  08:30
  • დასრულების დრო: 21:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • გადაადგილება: კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი), ცხენით გასეირნება
  • კვება: ორჯერადი + სნეკები
  • წყალი: შეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

 ტური არ ითვალისწინებს

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას   
  • სამოგზაურო დაზღვევას.  

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა: - ჩრდილო აღმოსავლეთ საქართველო.
  • ზღვის დონიდან: - 2200 მ.
  • კლიმატი: - მთის ; ტენიანობა - 72%.
  • მარშუტის სირთულე: - სამანქანო-საშუალოდ რთული.
  • მარშუტის სირთულე: - საფეხმავლო-მარტივი

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია  ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ.

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.