შექმენი შენი ტური

საქართველო - 7 დღე ( 7 დღე )

7 დღე საქართველო
0
შეკვეთა

აღწერა

ეს ის მოკლე დრო და ადგილებია, სადაც თქვენ დედამიწაზე არსებულ თითქმის ყველა ზონის ჰავას ერთად შეიგრძნობთ -კავკასიონის მყინვარებს, უდაბნოს კლდის ქალაქებს, სიმწვანეში ჩაფლულ მთებს  და ხეობებს, მზის და ღვინის მხარეს, ნახავთ ევროპა-აზიის ზღვარს, სადაც სტუმართმოყვარეობით ცნობილი , თბილი და მხიარული ადამიანები ცხოვრობენ.

განრიგი

დღე 1. თბილისი , მცხეთა:

  • დაწყების დრო-9:00
  • დასრულების დრო-20:00

პირველი დღის განმავლობაში თქვენთვის ხელშესახები გახდება თბილისისა და მცხეთის საუკუნეების განმავლობაში შექმნილი  ბუნებრივი და არქიტექტურული შედევრები, იხილავთ მცირე იერუსალიმად წოდებულ საქართველოს უძველეს დედაქალაქს.

დღე 2 და 3. თბილისი , თელავი , სიღნაღი , ბოდბე: 

  • დაწყების დრო-9:00
  • დასრულების დრო-20:00

საქართველო ღვინის სამშობლოა! შემდეგი ორი დღის განმავლობაში თქვენ შეიგრძნობთ კახეთის მიწის მადლს, ეს უნიკალური კუთხეა, სადაც თავმოყრილია საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი ბუნებას შერწყმული გრანდიოზული არქიტექტურა, ღვინის კულტურა, მოგხიბლავთ კახელების სტუმართმოყვარეობა და იუმორი, და რაღათქმაუნდა, ღვინის დეგუსტაცია!

დღე 4. თბილისი , სტეფანწმინდა , გერგეთი:

  • დაწყების დრო-9:00
  • დასრულების დრო-20:00

საქართველო მთებია! და ისინი თქვენ გელიან! ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ ხელით შეეხოთ ზღვის დონიდან 2200 მ აშენებულ გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს.ესაა არქიტექტურის ლანდშაფტთან  შერწყმის ერთ-ერთი ულამაზესი მაგალითი. სურვილის შემთხვევაში გაისეირნებთ ცხენით მთის კალთებზე  და დაადეგუსტირებთ ღვინოს.

დღე 5 და 6. გორი , უფლისციხე , მწვანე მონასტერი , ახალციხე , ვარძია: 

  • დაწყების დრო-9:00                                 
  • დასრულების დრო-19:00                
  • დაწყების დრო-10:00
  • დასრულების დრო-20:00

ეს დღეები გაგაოცებთ საქართველოს ლანდშაფტის განსხვავებებით ტერიტორიულად მცირე მონაკვეთში. ესაა კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქები არამიწიერი ლანდშაფტით  და სიმწვანეში ჩაფლული ყველასათვის კარგად ცნობილი ბორჯომის ხეობა უცნობი და საინტერესეო დეტალებით. შეძლებთ იხილოთ ქრისტიანული ქვეყნისათვის მოულოდნელი აღმოსავლური არქიტექტურა და კლდეზე შეზრდილი მონუმენტალური ციხე-ტაძრები.

დღე 7.

  • დაწყების დრო-10:00
  • დასრულების დრო-20:00

ესაა დღე, როდესაც თქვენ გელით დასვენება და თბილისის შემეცნებითი აღქმა.

 

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: - უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: - თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • განთავსება: - სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: - კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი)
  • კვება: - სამჯერადი + სნეკები
  • წყალი: - შეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: - ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთი: - ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას: ტურით გათვალისწინებული დეგუსტაციების გარდა                                                   
  • სასტუმროს: ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას.                                     

 ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთ საქართველო
  • ზღვის დონიდან: 480 მ -1800 მ
  • კლიმატი: თბილი, ზომიერად თბილი, მთის, ზომიერად ტენიანი.
  • მარშუტის სირთულე: სამანქანო-მარტივი.
  • მარშუტის სირთულე: საფეხმავლო-მარტივი.

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო  ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია  ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ 

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.