შექმენი შენი ტური

რაჭაში რომ მთა-ბარია ანგელოზებს აბარია ( 2 დღე )

2 დღე რაჭა
0
შეკვეთა

აღწერა

რაჭა ის ადგილია, რომელიც წლის ყოველ დროს საოცარი სილამაზით გამოირჩევა  და მისი მონახულება თითქმის ყოველთვისაა შესაძლებელი, რაც საქართველს ყველა კუთხეზე არ ითქმის. თუკი  საქართველოში ემოციებით აღსავსე დღეებისგან მცირე შესვენებას მოისურვებთ, მაშინ მშვიდმა რაჭველებმა შეიძლება ეს ილუზია შეგიქმნან, მაგრამ  რაჭული პეიზაჟები ამის საშუალებას არ მოგცემენ. „რაჭაში რომ მთა-ბარია, ანგელოზებს აბარია“-ამბობენ რაჭველები და ამ სიტყვების მართლაც აქვს ხილული საფუძველი. ნაქერალას უღელტეხილი, ცხრაჯვარი, ულამაზესი შაორის ტბის მისტიკა და ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი-ნიკორწმინდის ტაძარი...როგორ შეგპირდეთ ემოციებისგან დასვენებას?

ღამე სრულად თქვენს განკარგულებაშია კეთილმოწყობილი კოტეჯი,რომელიც მიუხედავად სიახლისა, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მოგზაურებში სიმყუდროვის და ორიგინალურობის გამო

მეორე დღე ზემო რაჭის მოსანახულებლად განვსაზღვრეთ, წინ გველის ქრისტიანული ტაძარი და რაჭველ ებრაელთა სინაგოგა, ორი ულამაზესი ხოტბა უფლისადმი, საქართველოში გამორჩეულ ტაძრებად აღიარებული ძეგლები. და ჩვენ მოვხვდებით სოფელ ხვანჭკარაში, რომლის სახელიც თავად მეტყველებს ყველაფერზე, და სადაც დეგუსტაცია დაგვარწმუნებს იმაში, რომ ღვინო  ქართველი კაცისათვის კიდევ ერთი აღმსარებლობაა.

 

ტური მეორე დღეს სრულდება თბილისში.

განრიგი

დღე 1.

  • დაწყების დრო: 07:00
  • დასრულების დრო:19:00

დღე 2.

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო:22:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდიქართულენოვანი/უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • გადაადგილებაკომფორტული მიკრო ავტობუსი
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • კვება: ერთჯერადი + სნეკები
  • წყალიშეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთიტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას
  • სამოგზაურო დაზღვევას                              

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე  

  • ადგილმდებარებარეობადასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი
  • ზღვის დონიდან550 მ - 830 მ.
  • კლიმატიზომიერად თბილი, ზომიერად ნოტიო.
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანე - მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო - მარტივი

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება