შექმენი შენი ტური

აღმოაჩინე საქართველო ( 13 დღე )

13 დღე საქართველო
0
შეკვეთა

აღწერა

საქართველოში გატარებული ეს 13 დღე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი იქნება თქვენს მოგონებებში და აი, რატომ:

განრიგი

 დღე 1. თბილისი:

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 20:00

თბილისი რეალურად კონტრასტების ქალაქია.  საუკუნეების მანძილზე ადგილობრივი, ევროპული, აზიური ელემენტების სინთეზი განუმეორებელ კლიმატს ქმნის და ადამიანებს ეს განწყობა თქვენამდე გულღიად და თბილად მოაქვთ, იმიტომ რომ ისინი საქართველოს მკვიდრები არიან და სხვაგვარად არ შეუძლიათ...

დღე 2 და 3. კახეთი: 

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 20:00

ეს კახეთის დღეებია, კავკასიონის ხედების, მზის, ღვინის, დეგუსტაციების, ყველაზე გულღია და პირდაპირ ადამიანებთან ურთიერთობის მხიარული დღეები.

დღე 4 და 5. ყაზბეგი , ხევი:

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 18:30
  • დაწყების დრო: 10:00
  • დასრულების დრო: 18:00

ამბობენ, რომ მთებშია თავისუფლება და თუ ეს საქართვლოს მთებია, სადაც ერთ-ერთ ულამაზეს გზად მიჩნეული საქართველოს სამხედრო გზის გავლით მოხვდებით და სადაც ქართველებს უმაღლეს მწვერვალებზე ულამაზესი ტაძრები აუშენებიათ, სადაც მთებს და ხეობებს შორის გაშლილი სივრცე ახალ სიცოცხლეს გჩუქნით, მიხვდებით ეს თავისუფლების შეგრძნება საიდან იბადება...

დღე 6 და 7. ქართლი , სამცხე-ჯავახეთი: 

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 19:00
  • დაწყების დრო: 10:00
  • დასრულების დრო: 20:00

საქართველოსთვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან ერთ-ერთი ალპური დონიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში უდაბნოს ლანდშაფტი და კლდეში გაჭრილი უძველესი ქალაქებია, მათგან სულ მცირე მანძილზე კი ბორჯომის ცნობილი ულამაზესი ხეობაა წიწვოვანი ტყის მასივებით.  კლდეზე ამოზრდილი ციხეები საქართველოს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია და კიდევ-ერთი პაწაწინა ქოხი,მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ადამიანის დაბადების ადგილი.

დღე 8 და 9. იმერეთი , სამეგრელო:

  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 18:20
  • დაწყების დრო: 09:30
  • დასრულების დრო: 18:20

საქართველოს დასავლეთი არის ადგილი,სადაც პრეისტორიული არსებების ნაკვალევის, უძველესი მისტიური მღვიმეების, ულამაზესი კანიონებისა და შედევრალური არქიტექტურის აკადემია-მონასტრების სინთეზია, თუმცა ეს ყველაფერი არაა და იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოს სურნელი და გემო იგრძნოთ, დაეთმო ამ მხარეს ორი სრული დღე.

დღე 10 და 11. სვანეთი:

  • დაწყების დრო: 09:30
  • დასრულების დრო: 20:00
  • დაწყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 21:00

და აი,სვანეთი,“ საქართველოს ქუდი“,-ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სანახაობა მათთვის, ვისაც საქართველოში მოგზაურობა გადაუწყვეტია. ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალით, ზაფხულში თეთრად მოელვარე მყინვარებით. ეს ის კუთხეა, სადაც გოროზი სვანები დღემდე ისე ცხოვრობენ და ისეთივე ფასეულობები აქვთ, როგორც საუკუნეების წინ და თქვენთვის ხელშესახები იქნება ეს ნამდვილი, ცოცხალი და ჯანსაღი ყოფის და ურთიერთობების ხიბლი. თუმცა ეს ის ადგილიცაა, სადაც ხელმისაწვდომია ყველა თანამედროვე მიღწევა, რაც მთას კომფორტს სძენს.

დღე 12. სვანეთი , თბილისი: 

  • დაწყების დრო: 09:00

სვანეთიდან თბილისამდე. ეს ის გზაა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს კვეთს და უკან გზად საშუალება მოგეცემათ ერთ დღეში აღიქვათ ამ ქვეყნის ყველასგან განმასხვავებელი თავისებურება და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კლიმატები ძალიან მცირე ტერიტორიაზე. სასიამოვნოდ დამღლელი დღის ბოლოს დაბინავდებით სასტუმროში და კარგად დაისვენებთ გამგზავრების წინ.

დღე 13. თბილისიდან გამგზავრება.

და კიდევ ერთი - საქართველო თავს მოგანატრებთ!

 

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი)
  • კვება: სამჯერადი + სნეკები
  • წყალი: შეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას -ტურით გათვალისწინებული დეგუსტაციების გარდა
  • სასტუმროს: - ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე 

  • ადგილმდებარეობა: კავკასიის ქედის სამხრეთი ნაწილი
  • ზღვის დონიდან: 380  მ  -2000 მ                         
  • კლიმატი: ზომიერი, ზომიერად თბილი, მაღალმთიანი, სუბტროპიკი, ზომიერად ცივი, ზომიერად ტენიანი.
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანე- მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო -მარტივი

 

კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები-(ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო  ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია  ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.