შექმენი შენი ტური

პირველი ევროპელები ( 1 დღე )

1 დღე ქართლი
0
შეკვეთა

აღწერა

ეს გახლავთ კულტურულ -შემეცნებითი ტური ქვემო ქართლში, ქვეყნის  ერთ ერთ მნიშვნელოვან კულტურულ კერაში.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოდ აღიარეს. აქ ნაპოვნმა ხუთი ჰომინიდის თავის ქალამ, რომელთა ასაკი 1,8 მილიონი წლით დათარიღდა,  მკვეთრად შეცვალა დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ. თავის ქალები დმანისშია აღმოჩენილი, სადაც ასევე შუა საუკუნეების ნაქალაქარია. დმანისში არქეოლოგიურ სამუშაოებზე დაკვირვების საშუალებაც გვეძლევა, და იქნებ ახალი აღმოჩენების თანამონაწილეც კი გავხდეთ.

ბოლნისის სიონი ერთ ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში, ჯვრის ერთ ერთი სახე, წრეში მოთავსებული ბოლოებგაფართოებული ჯვარი სწორედ „ბოლნური ჯვრის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

ეს მხარე ყველაზე გავრცელებული ვერსიით ევროპული რასის სამშობლოა. ტური პირველი ევროპელებით იწყება  და ამავე საღამოს სრულდება თბილისში, თუმცა უკვე სულ სხვაგვარი წარმოდგენით კაცობრიობის განვითარებაზე.

განრიგი

  • დაწყების დრო: 10:00
  • დასრულების დრო20:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდიქართულენოვანი/ უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • გადაადგილებაკომფორტული მიკრო ავტობუსი
  • კვებაერთჯერადი
  • წყალიშეუზღუდავი
  • ბილეთიტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას
  • სამოგზაურო დაზღვევას                              

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე :

  • ადგილმდებარებარეობასამხრეთ საქართველო
  • ზღვის დონიდან550, 1250 მ
  • კლიმატიზომიერად თბილი, ზომიერად ნოტიო
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანე-მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო-მარტივი 

კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.