შექმენი შენი ტური

Weekend ღრუბლებში - მესტია ( 3 დღე )

3 დღე სვანეთი
0
შეკვეთა

აღწერა

საქართველოს კავკასიონი. ეს ადგილი ავთენტურობისა და თანამედროვეობის უცნაური სინთეზია. სვანეთი ძნელად მისადგომობის გამო საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს განძთსაცავი იყო და  ასე შემორჩა აქაურობას უნიკალური განძეული და ხატები, რომლებიც მესტიის მუზეუმშია დაცული. ზოგადად სვანეთი თავადაც მუზეუმია ღია ცის ქვეშ. სვანური კოშკები იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებია, ისინი უმეტესად  XII-XIII საუკუნეშია აგებული და უნიკალური ეთნოგრაფიულ-არქიტექტურული  მემკვიდრეობაა. აქაური ხედები, მიუდგომელი გოროზი მყინვარები და თავად სვანებიც ნებისმიერ სტუმარზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ ისტორია ცოცხალია და თანამედროვე რეალობა, რაც თავბრუს გახვევთ...

მესტიიდან 8 კილომეტრის მოშორებით ტყით შემოსაზღვრულ ზონაში მდებარეობს ჰაწვალის სათხილამურო საშუალო და საშუალოზე რთული რამოდენიმე ტრასა. I-ტრასის სიგრძე 1900 მეტრია,იგი საშუალოზე რთულია. II- საშუალო სირთულის ტრასის სიგრძე 2565 მეტრია. საშუალო სირთულის   მოყვარული მოთხილამურეებისთვის კიდევ ორი - 400 და 450 მეტრიანი მარტივი ტრასებია.  საბაგირო გზის ზედა სადგური ზურულდი 2347 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო საბაზისო სადგური ჰაწვალი 1865 მეტრი.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი 9,5 კმ სიგრძის და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის -1,7კმ -მქონეა. სვანეთში სასრიალო სეზონი 6-7 თვის განმავლობაში გრძელდება, რაც ძალიან მოხერხებულია სრიალის მოყვარულთათვის.

სვანური სამზარეულოს გემო მუდამ გემახსოვრებათ, სპეციფიური  სვანური მარილის წაღება კი უკვე მარტივად შეგიძლიათ და ის დიდი ხნის განმავლობაში დაამშვენებს თქვენს სუფრას.

ეს ტური თქვენს მხოლოდ ორ დღეს დაიკავებს, და განუზომლად დიდ ადგილს თქვენს მოგონებებში. სვანეთი ის ადგილია, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით.

განრიგი

დღე 1.   თბილისი-მესტია: 

  • დაწყების დრო - 07:30
  • დასრულების დრო - 19:00

ამ დღეს თქვენ იმოგზაურებთ თბილისიდან სვანეთში და ამას სულ 1 საათი დასჭირდება. მოინახულებთ მესტიას,- მუზეუმს ღია ცის ქვეშ, და მესტიის ცნობილ მუზეუმს, სადაც საუკუნეთა განმავლობაში უსაფრთხოების მიზნით გადამალული განძეული და ხატებია ექსპონირებული,თუმცა შეგიძლიათ დარჩენილი დრო სრიალს დაუთმოთ და ეწვიოთ ჰაწვალის ან თეთნულდის სასრიალო ტრასებს.

დღე 2.   მესტია:

  • დაწყების დრო - 10:00
  • დასრულების დრო - 20:00

ამ დღეს საშუალება მოგეცემათ დატკბეთ თანამედროვეობის მიღწევებით და ისრიალოთ ყველა სტანდარტების მიხედვით აღჭურვილ სასრიალო ტრასებზე

დღე 3.   მესტია-თბილისი:

  • დაწყების დრო - 09:30
  • დასრულების დრო - 15:00

ეს მესტიიდან თბილისში დაბრუნების დღეა,  ტური აქ სრულდება.

ტური ითვალისწინებს:

  • ტრანსფერი: თბილისის, ნატახტრის, მესტიის აეროპორტიდან აეროპორტში
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* / საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: კომფორტული მიკროავტობუსი, ჯიპი,  L 410 UVP-E  მარკის თვითმფრინავი.
  • კვება: ორჯერადი კვება
  • წყალი: შეუზღუდავი
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე/საბაგიროს აბონემენტი

ტური არ ითვალისწინებს

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას
  • სასტუმროს: ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას  

ადგილმდებარეობა, კლიმარტური ზონები და მარშრუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა:  დიდი კავკასიონის შუამთის ზონა
  • ზღვის დონიდან :  770მ - 2200 მ
  • კლიმატი: მთის; ტენიანობა: - საშუალო
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანე - მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო - მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფრენი - საშუალოდ რთული

კომფორტული მგზავრობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • სასრიალო აღჭურვილობა
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

 

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, შაბათ დღეს მესტიის მიმართულებით ფრენა არ ხორციელდება.

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.