შექმენი შენი ტური

ხევსურეთი - მითი რეალობაში ( 3 დღე )

3 დღე ხევსურეთი
0
შეკვეთა

აღწერა

საქართველოს კავკასიონი. ეს დღემდე მიუდგომელი და მისტიური მხარე რამოდენიმე კუთხეს მოიცავს, თუმცა ამჯერად ხევსურეთი ხდება თქვენვის ხელშესახები. ეს მხარე წლის უმეტესი ნაწილი  გარესამყაროს მოწყვეტილია და წლის თბილ დროს, მხოლოდ ოთხი თუ ხუთი თვე  იხსნება ადამიანებისთვის.   თბილისიდან გამგზავრებულებს საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთის დათვალიერების შემდეგ პირიქითა ხესურეთისკენ მიმავალ გზაზე ჟინვალის საოცარი ხედები გხვდებათ და  ნელნელა გიპყრობთ მთის ხიბლი.   ის მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხინკლით იწყება! შემდეგ კი...თავზე წამომდგარი კლდეები, ამ კლდეებზე მორბენალი ცივი წყაროები და ჩანჩქერებია. დათვიჯვრის უღელტეხილზე სამხრეთიდან ჭაუხების და ჩრდილოეთიდან ალპური მთების საოცარ სანახაობასთან  ერთად  ტრადიციისამერ  უნდა „დაილოცოთ“ კიდეც, რისთვისაც ცოტაოდენი ჭაჭა დაგვჭირდება.

შატილი პირიქითა ხევსურეთის მთავარი ციხე-სოფელია,ადამიანების მიერ შექმნილი კლდე კლდეთა შორის, მისტიკა რეალობაში, სადაც სათოფურებიან საბრძოლო ციხე-კოშკში ხევსურები გიმასპინძლებენ, თუმცა მეორე დღე კიდევ უფრო მიუვალ კლდეზე გაშენებული გაუკაცრიელებული ციხე-სოფელი მუცო გელით. გზად ანატორი უნდა გაიაროთ, მიცვალებულთა საძვალე-აკლდამები, სადამდეც მომაკვდავი ხევსურები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ. ხევსურული ციხე სოფლები მათი წარსულისგან განსხვავებით ახლა ღიაა და მდუმარედ გელიან,  რაზედაც საუკუნეების მანძილზე ვერც იოცნებებდა მომხდური მტერი. ხევსურეთი ახლა ღიაა...და ცოტა ხნით, დაზამთრებამდე.

განრიგი

  • დაწყების დრო: 09:00

  • დასრულების დრო: 20:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: მიკრო ავტობუსი
  • კვება: სამჯერადი
  • წყალი: შეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამტებით კვებას -  ტურით გათვალისწინებული დეგუსტაციების გარდა                                                   
  • სასტუმროს: - ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე

  • ადგილმდებარეობადიდი კავკასიონის შუამთის ზონა,
  • ზღის დონიდან: 1400- 2676 მ
  • კლიმატი: დაბალი მთის,  ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი; ზაფხული თბილი; ტენიანობა:  ზომიერად ტენიანი
  • მარშრუტის სირთულე : სამანქანე-საშუალოდ რთული
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო:-საშუალოდ რთული

კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები(ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო  ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია  ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

 * შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.