შექმენი შენი ტური

ქართლი ( 1 დღე )

1 დღე ქართლი
0
შეკვეთა

აღწერა

ქართულ ენაზე სიტყვა საქართველო ამ რეგიონის დასახელებიდან გამომდინარეობს. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ქართლშია. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ისტორიული, რელიგიური, კულტურული თუ პოლიტიკური კუთხით. ამ მცირე დროში შესაძლებლობა გეძლევათ მოინახულოთ ამ პატარა კუთხეში თავმოყრილი რამოდენიმე კლიმატური ზონა, კლდის უძველესი ისტორიული ქალაქი, ბორჯომის ულამაზესი წიწვოვანი ტყეებით შემკული ხეობა, კლდეზე ამოზრდილი ციხესიმაგრეები... და აქვე - მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ადამიანის დაბადების ადგილი, ერთი ციდა ქოხი, სადაც დაიბადა და იზრდებოდა სტალინი.

ქართლი მართლაც მოულოდნელობებით აღსავსე მხარეა.

განრიგი

  • დაწყების დრო:  08:30
  • დასრულების დრო: 22:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • გადაადგილება: კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი)
  • კვება: ორჯერადი + სნეკები
  • წყალი: შეუზღუდავი
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას  
  • სამოგზაურო დაზღვევას                               

ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე  

  • ადგილმდებარებარეობა: აღმოსავლეთ საქართველო
  • ზღვის დონიდან: 588 მ
  • კლიმატი: ზომიერად თბილი
  • მარშრუტის სირთულე : სამანქანე-მარტივი
  • მარშრუტის სირთულე : საფეხმავლო-მარტივი

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია  ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება