შექმენი შენი ტური

ღვინის აკვანი - ნიადაგიდან ფიალამდე ( 6 დღე )

6 დღე საქართველო
0
შეკვეთა

აღწერა

ტური განკუთვნილია მეღვინეობით დაინტერესებულ პირთათვის.

მოიცავს პროფესიონალ მეღვინეთა, სომელიეთა და კულინარიულ ლექციებს და დეგუსტაციებს.

 

ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანაში ღვინის ტურზე მიემგზავრებით !

აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტები ზედ შერჩენილი ღვინის მჟავით, კულტურული ვაზის მტვერი და წიპწები, აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება, უძველეს და უნიკალური ღვინის ჭურჭელი - ქვევრი და მასში ღვინის დასაყენებლად დღემდე შემორჩენილი უძველესი ტრადიციები ამ სიტყვების დასტურ  უამრავ მასალას იძლევა. ეს სპეციალურად დამუშავებული ტური უნიკალური საშუალებაა  კარგად გაეცნოთ მეღვინეობის უძველეს ხელოვნებას, რაზედაც იზრუნებენ პროფესიონალი მეღვინეები, სომელიეები, მევენახეები. ტურის დასასრულს თქვენთვის ახალი სამყარო გადაიშლება - ქართული ღვინის სამყარო.

განრიგი

დღე 1. თბილისი , მცხეთა , მუხრანი:

  • დაწყების დრო-10:00
  • დასრულების დრო-20:30

ტური თბილისიდან იწყება და სულმალე საქართველოს უძველეს დედაქალაქს ვეწვევით. მცხეთა, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი - ქართველისათვის (და არა მხოლოდ) უწმინდესი სალოცავებია. ქართული სულის მეორე სალოცავის - ქართული ღვინის  დასაგემოვნებლად კი ძველ შატოს ვეწვევით. შეიტყობთ როგორ აწარმოებდა სამეფო სისხლის შთამომავალი ღვინოს, რომლის არსებობაც არავისთვის არ იყო ცნობილი ვროპაში, როგორ აღიარა იგი საფრანგეთმა, როგორ მოექცნენ ბოლშევიკები ქართულ ღვინოს, როგორ აღდგა იგი. აქ ქართული სუფრაც დაგხვდებათ. თბილისში დაბრუნებულებს კიდევ ერთხელ გაგაოცებთ კლდეებში მოჩუხჩუხე ჩანჩქერების ქალაქი. საღამოს სომელიე გაგილამაზებთ ქალაქის ძველ და კოლორიტულ უბანში.

დღე 2. სიღნაღი , თელავი:

  • დაწყების დრო-9:30
  • დასრულების დრო-19:30

კახეთის რეგიონი  საქართველოს მარნად მიიჩნევა, თუმცა აქ უძველესი და ულამაზესი პატარა ქალაქია მთის წვერზე. ქალაქ სიღნაღის კედელი სიგრძით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ. ისადილებთ უძველეს მუზეუმ-მარანში, თუმცა ერთ ერთ საუკეთესო ღვინის მწარმოებელ კომპანიასაც  ეწვევით და პროფესიონალებისაგან გაეცნობით საუკეთესო საწარმო ღვინის დამზადების ტექნოლოგიას. ეს დღე კახეთში, თელავში დასრულდება.

დღე 3. ალავერდი , წინანდალი , თბილისი:

  • დაწყების დრო-9:30
  • დასრულების დრო- 18:30

ისევ კახეთში ვართ. ალბათ ეს ის ადგილებია, სად სტუმრობაც ყოველთვის ტკბილად გაგახსენდებათ. ალაზნის ულამაზეს ველზე თეთრი გედივით აზიდული ალავერდი ტაძარი შორიდანაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ახლოს მისულები კი გაოცდებით ქართული ხუროთმოძღვრების ლაზათით. მაწვნის ნაყინის შესახებ თუ გსმენიათ? ალბათ არა. აქ მას დააგემოვნებთ კიდეც.

ქვევრი - უნიკალური და უძველესი ღვინის ჭურჭელია, რომელსაც ქართველები ღვინის დასაყენებლად იყენებენ. აქ მისი აკადემიაც კი არსებობს. ეს ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა და თქვენ საშუალება გეძლევათ აქ გაეცნოთ მისი დამზადების  თავისებურებებს, რაც ასეთ განსაკუთრებულობას ანიჭებს ქართულ ღვინოს.

სადილი ოჯახურ გარემოში ჩაივლის ქართველი გლეხის ოჯახში, სადაც  ქართულ მიწასა და ვაზთან ქართველი კაცის დამოკიდებულებას გაგაცნობთ.

და კიდევ - წინანდალი. ადგილი, სადაც ქართველმა თავადმა პირველად საქართველოში ღვინის ევროპულად დაყენება დაიწყო და ეს საქმე უმაღლეს დონემდე აიყვანა... ეს ულამაზესი სასახლე, მუზეუმი და მარანია ერთ მამულში. საღამო თბილისში დასრულდება.

 დღე 4. იმერეთი:

  • დაწყების დრო-9:30
  • დასრულების დრო-20:00

საქართველოში ღვინოს ყველა კუთხეში გამორჩეულად აყენებენ და ამას იმერეთი დაგარწმუნებთ. მეღვინეობა ხარება გიმასპინძლებთ, სადაც დეგუსტაცია და ექსკურსია  გელით. აქ სადილის შემდეგ კი მოწამეთას ვეწვევით. ეს ის ადგილია, მთის კალთაზე რომ მომხიბლავად შეყუჟულა და სადაც ქართველი წმინდანი ძმების ნეშტები ასვენია.

გელათი - შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. აქ იყო გელათის აკადემია, ქართული განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი კერა. აქაა დაკრძალული ქართველთა უდიდესი მეფე - დავით აღმაშენებელი, მსოფლიოს უდიდეს სტრატეგთა შორის ერთ-ერთი. გაგაოცებთ მისი სიმაღლის შესაბამისი საფლავის ლოდის სიდიდე და საქართველოს აღმაშენებლის მოკრძალება-ანდერძის თანახმად იგი ისეა დაკრძალული ტაძრის შესასვლელში, რომ ყველა შემსვლელს  მის საფლავზე ფეხით გაევლო.

 იმერეთი ის კუთხეა, სადაც ლავაში გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი და ეს ნაკვალევი დინოზავრისაა. ულამაზეს ტყეში, საიდანაც კარსტულ მღვიმეში მოვხვდებით, აქ მყოფები თავს პრეისტორიულ ხანაში იგრძნობთ.

დღე 5. სამეგრელო, რაჭა: 

  • დაწყების დრო-9:30
  • დასრულების დრო-18:20

მარტვილის კანიონი. ეს ადგილი უკვე ძალიან პოპულარულია, თუმცა სანახაობა მოლოდინს მაინც აჭარბებს ხოლმე. აქედან კი ცნობილი ქართული ღვინის - ხვანჭკარას დასაგემოვნებლად გავემართებით მის მშობლიურ კუთხეში - რაჭაში. სოფელსაც ხვანჭკარა ჰქვია, სადაც  ნამდვილი ხვანჭკარასათვის ყურძენი მხოლოდ ერთ ფერდობზე მოდის. ქართველებისთვისაც კი არაა მარტივი ნამდვილად აქაური  ხვანჭკარის დაგემოვნება. რაჭული სუფრა ლორითაც ცნობილია. რაჭული ლორი და ხვანჭკარა - შეუძლებელია ეს დღე დაივიწყოთ!

დღე 6. თბილისი:

  • დაწყების დრო-20:00
  • დასრულების დრო-22:30

ჩვენ თბილისში ვბრუნდებით, თუმცა ამ დღესაც გვექნება  გზად ქვევრის დამზადების მასტერ კლასი. დღე კი დასრულდება  თბილისში, რესტორანში, სადაც უკვე სომელიესთან და კულინართან თქვენთვის უკვე ახლად გადაშლილი სამყაროს -  ქართული ღვინის და სუფრის შესახებ შეგეძლებათ ისაუბროთ  ლამაზი საღამოს განმავლობაში.

 

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი)
  • კვება: სამჯერადი + სნეკები
  • წყალი: შეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს: 

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას: ტურით გათვალისწინებული დეგუსტაციების გარდა   
  • სასტუმროს: ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას. 

 ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ საქართველო, რაჭა.
  • ზღვის დონიდან: 400 -800 მ
  • კლიმატი: სუბტროპიკული ჰავა, თბილი, ზომიერად თბილი.ზომიერად ტენიანი.
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანო-მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო- მარტივი

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია  ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ.

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.