შექმენი შენი ტური

2 კახური დღე ( 2 დღე )

2 დღე კახეთი
0
შეკვეთა

აღწერა

კახეთი ის კუთხეა, რომელშიც ქართულ სულს და არომატს სხვადასხვაგვარად შეიგრძნობთ. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი ბუნებასთან შერწყმული არქიტექტურა და ღვინის კულტურა, კახელების სისადავე და იუმორი, მათი გამოწვდილი ღვინის ფიალა და ქართული სტუმართმოყვარეობა. კლდეში ნაკვეთი მონასტრები, კლდეზე გაშენებული სიღნაღის მოკირწყლული ქუჩებიდან დანახული კავკასიონის მყინვარები, ქართველი თავადების ევროპულად გადაწყვეტილ სასახლე-მარნები, უძველესი ქართული აკადემია-ტაძრები, ზოგი წარმოუდგენელ ადგილას რომაა აგებული, კახური ღვინის სუნით გაჟღენთილ სტუმართმოყვარე ძველი მარნის გემო.

 

 

განრიგი

  • დაწყების დრო: 08:30-10:20
  • დასრულების დრო: 21:00-22:00

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი:თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი)
  • კვება: სამჯერადი + სნეკები
  • წყალი: შეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

ტური არ ითვალისწინებს:

  • ალკოჰოლს და დამტებით კვებას - ტურით გათვალისწინებული დეგუსტაციების გარდა
  • სასტუმროს: - ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას.

ადგილმდებარეობა, კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა: საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი
  • ზღვის დონიდან: საშუალოდ 490 მ
  • კლიმატი: თბილი, ზომიერად თბილი, სუბტროპიკული, ნახევრადუდაბნო; ტენიანობა: ზომიერად ტენიანი
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანე - მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო - მარტივი

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები(ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და, რათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.