შექმენი შენი ტური
12-05-2018

ხერთვისის ციხესთან ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი დასრულებულია !

ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო.

ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.