შექმენი შენი ტური
16-04-2018

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიცია- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რომელიც სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, ქართულ-ებრაული ურთიერთობა მსოფლიოში უნიკალური ფენომენია და მისი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება და ეროვნულ კატეგორიაში გადაყვანა ყველა ქართველისთვის და ყველა ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

www.netgazeti.ge