შექმენი შენი ტური
23-04-2018

ჩვენი ახალი მრავალფუნქციური პროექტი!

კომპანია „სმარტ ტურმა“ კომპანია “wow way”-სთან ერთად შექმნა ახალი, სრულიად გასხვავებული სახის პროდუქტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ექსკურსიას,  ქუესთებს, გონებრივად და ფიზიკურად  განმავითარებელ  სათავგადასავლო მხიარულ თამაშებს და შემეცნებით ტურს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე,  ზედაზენის მთაზე.

პროდუქტი  ორიენტირებულია  ცნობიერების გაზრდაზე,  გუნდურობაზე, შემოქედებითობაზე, საკუთარი თავის გამოხატვაზე და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე.  ღონისძიება მოდიფიცირებადია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უფროსებსაც. მოთამაშეთა ასაკი 12-13 წლიდან იწყება. ასევე მოდიფიცირებადია ღონისძიების ღირებულებაც, ფასების მოქნილი სისტემა საშუალებას გაძლევთ თავად განსაზღვროთ მოთამაშეთა რაოდენობა, მენიუ, და დამატებითი ოფციებით განსაზღვროთ მომსახურების სახეები.

თავად შექმენით ამ ღონისძიების თქვენთვის მისაღები ვერსია და მოირგეთ მისი ფასი.