შექმენი შენი ტური
" განძის კუნძული" ზედაზენზე
  • დაბრუნდით თქვენს ბავშვობაში თქვენს პატარებთან ერთად!
  • გაჯეტებისგან შორს!
  • ცოცხალი თავგადასავალი ზედაზენის ტყეში.
  • ამოხსენი! გადალახე! გაერთე! გაიმარჯვე!

      

სპორტულ-ინტელექტუალური თამაშები აუთდორ-ქუესთის ფორმატში:

 

  • ესაა უფროსებისა და პატარების აქტიური დასვენების ახალი ტრენდი.
  • ესაა ცოცხალი საინტერესო გუნდური თამაში, რომლის მთავარი ამოცანაც შეზღუდულ დროში მთავარი თავსატეხის, საიდუმლოს ამოხსნა, პასუხების მოძიება, განძეულის პოვნაა.
  • საბავშვო ქუესთი-არაჩვეულებრივი ჯადოსნური თავგადასავალი მოზარდი ასაკის ბავშვებისათვის, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს სკოლის საგანმანათლებლო შემეცნებით პროგრამას და დაუვიწყარი საჩუქარი გახდება თქვენი პატარებისათვის.

 

 

ამავდროულად ამ თამაშებში მონაწილეობა ხელს უწყობს:

 

  • ლოგიკური და სხარტი აზროვნების განვითარებას;
  • ავლენს შემოქმედებით პოტენციალს;
  • ავითარებს ჩარჩოებსმიღმა აზროვნებასა და მაძიებლის უნარებს;
  • ავლენს ლიდერებს, ვითარდება პრაქტიკული უნარები - ადგილზე ორიენტაცია,
  • ასწავლის მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენებას, ვითარდება სიმარჯვე  და
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • აუმჯობესებს თვითგამოხატვას;
  • ასწავლის ჯგუფურ მუშაობას და ურთიერთდახმარებას.

 

კომპანია „სმარტ ტურმა“ და “Wow Way”-მ სპეციალურად ბავშვებისა და უფროსებისათვის შექმნა ეს პროდუქტი, რომლის ლოკაციის ადგილიც ამჯერად ზედაზენის მთაა. თქვენ დარჩებით ბუნების პირისიპირ, გაჯეტებისაგან შორს. განძის მაძიებლების, ჯუნგლების საიდუმლოს მცველების ან პლანეტის გადამრჩენელის მძაფრი შეგრძნებებით აღსავსეებს  წინ გელით დაშიფრული რუკების ამოხსნა, კოდირებლი კლიტეების გახსნა, მშვილდისრის სროლა, „დანაღმული“ ველისა და „ღრმა უფსკრულების“ გადალახვა ბაგირების მეშვეობით, ასევე შემეცნებითი ექსკურსია ზედაზენის მამათა მონასტერში, სადაც  წარმართული კერპები და ქრისტიანული სალოცავები  საოცარი ადგილმდებარეობის გამო შენდებოდა.  

 

  

 

ტურისტული და ივენთ კომპანია „სმარტ ტური“ გთავაზობთ შემეცნებითი და გასართობ - განმავითარებელი ღონისძიების რამოდენიმე ვერსიად ჩამოყალიბებულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც შესაძლებლობა გეძლევათ თქვენთვის სასურველი  ოფციებით შექმნათ ზუსტად თქვენზე  მორგებული  ვერსია და სურვილისამებრ დააკორექტიროთ ფასებიც .

 

 

 

 

      

 

 

 

ჩვენს მიერ განიხილება  ნებისმიერი  თქვენი წინადადება, მათ შორის მოთამაშეთა რაოდენობის ცვლილების შესაძლებლობაც. ეს შემოთავაზება საუკეთესო საშუალებაა  შეიქმნას  ამ ღონისძიების  ზუსტად  თქვენთვის სასურველი ვარიანტი.