შექმენი შენი ტური

  

 

სვანეთი-საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი კავკასიონის სამხრეთ კალთებს მოიცავს.ისტორიული სვანეთი მოიცავდა ასევე      ე.წ. აფხაზთის სვანეთს, სამეგრელოს და ზემო რაჭას. ამჟამად სვანეთი ზემო და ქვემო სვანეთად იყოფა.მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველია-ეთნიკური ჯგუფით-სვანები. სწორედ სვანეთშია მწვერვალები-შხარა, თეთნულდი, უშბა.უშბა კავკასიასა და ევროპაში ყველაზე ძნელად დასაძლევი მწვერვალია, შხარა კი საქართველოს უმაღლესი მწვერვალი.მის ძირში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს უშგულის თემი.

 

   

 

თეთნულდის მიმდებარედ მოქმედებს სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი. სვანეთში უძველესი სვანური კოშკების , კავკასიონის უმაღლესი მწვერვალების და ხელუხლებელი ბუნების გვერდით  თანამედროვე სტანდარტების სასრიალო ტრასებსაც ნახავთ სრული ინფრასტრუქტურით- ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნით. სვანური სამზარეულო გამოირჩევა ადგილობრივი პროდუქტების ნატურალურობით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს  სვანური სულგუნი, კუბდარი, კერძების უმეტესობა იკმაზება ცნობილი სვანური მარილით, რომელსაც ცალკეც კი მიირთმევენ.

 

  

 

სვანეთი-ეს მუზეუმია ღია ცის ქვეშ, სადაც დღემდე შენარჩუნებულია მთიელთა თვითმყოფადობა.