შექმენი შენი ტური
სამცხე-ჯავახეთი

   

 

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მხარე საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ეს მიწა მრავალ საიდუმლოს ინახავს. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადჰყო, რომ ადამიანს აქ უძველესი დროიდან უცხოვრია, რადგან აქ  ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარები და სამარხებია აღმოჩენილი. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ეს მხარე უმნიშვნელოოვანეს როლს თამაშობდა  და სწორედ ამიტომ აქ მრავალი პერიოდის  ძეგლებს ნახავთ.სწორედ აქაა საქართველოს ოქროს ხანაში აგებული კლდეში გაჭრილი ქალაქი -ვარძია, ასევე აწყურის  ციხე. ეს რთული  კონსტრუქციებია, რომელშიც შეჭრის შედეგად მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა, რაც მათი შიგა ნაგებობებით იყო განპირობებული. ამ მხარის რელიეფი რთულია და გაოცებას იწვევს ძველი ოსტატების შესაძლებლობები-როგორ ახრეხებდნენ აქ მშენებლობების ტექნიკურად გადაწყვეტას.

 

  

 

ეს ალპური მინდვრების, ტბების, კანიონების მხარეა. სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს ცნობილი ბორჯომის ხეობა-ცნობილი თავისი სილამაზით, რომლის უნიკალურობა გეოგრაფიული და ეკო -ზონების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. იგი ასევე ცნობილია ბალნეოლოგიური და სამთო-სათხილამური კურორტებითაც (ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ბაკურიანი). მიმზიდველია თითქმის ყველა  მიმართულების ტურიზმისათვისაც, მათ შორის-პილიგრიმულის.