შექმენი შენი ტური

  

 

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.ლეგენდარული კოლხეთის სამეფო, მედეას სამშობლო, ოროს საწმისის ქვეყანა, რომელსაც არგონავტები ესტუმრნენ-ახლანდელი სამეგრელოს უდიდეს ნაწილს მოიცავდა.ესაა ხელუხლებელი ნაკრძალის, ულამაზესი ტბების, მღვიმეების, ბალნეოლოგიური კურორტების მხარე. ჰავა რბილი და ნოტიოა, რომელიც სიმაღლესთან ერთად თანდათან მკაცრდება. შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მეგრულ სამზარეულოს, რომელსაც უხვ ქართულ სუფრაზეც კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ მეგრული კულინარიული ხელოვნების ნიმუშია საცივი, ღომი, ელარჯი, ხაჭაპური, სულგუნი, კუჭმაჭი, გებჟალია.

 

  

 

სამეგრელო ადმინისტრაციულად უკავშირდება საქართველოს მთიანეთის ერთ- ერთ კუთხეს-სვანეთს.

 

  

 

ეს მხარე ტურიზმის მრავალი მიმართულებისთვისაა მიმზიდველი-იქნება ეს ლაშქრობები, კემპინგი,ფოტო,  ჰაიკინგი, კულტურული, კულინარიული თუ პილიგრიმული და სხვა.