შექმენი შენი ტური

  

 

რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. მდებარეობს  ქვეყნის ჩრდილო -აღმოსავლეთ ნაწილში და ბუნებივი და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წიწვოვანი ტყეები, მინერალური და თერმული წყაროების გამო ადგილობრივ კურორტებს კლიმატურ-ბალნეოლოგიურინ დანიშნულებაც აქვს. რაჭული სამზარეულო  ცალკე აღნიშვნის ღირსია.ყველასათვის ცნობილი რაჭული ლობიანი, შქმერული, რაჭულად გამოყვანილი ლორი, რომელსაც არაჩვეულებრივი რაჭული ღვინო-ხვანჭკარა უნდა დავაყოლოთ...მსოფლიოს ერთ-ერთ უიშვიათეს ღვინოდ აღიარებული „უსახელოური“ რომელიც მხოლოდ ერთ სოფელში მზადდება...

 

მიუხედავად იმისა, რომ რაჭა მთიანი მხარეა, იგი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში იშვიათი გამონაკლიების გარდა,  თუმცა შენარჩუნებული აქვსხელუხლებელი სისადავე და ბუნებრივობა.სწორედ რაჭაში იხილავთ ულამაზეს შაორის ტბას, ქართული ხუროთმოძღვრების  საოცარ ძეგლებს-ნიკორწმინდასა და ბარაკონს და ასევე საქართველოში სიდიდით მესამე, ქალაქ ონის ცენტრში განთავსებულ ცნობილ ებრაულ სინაგოგას.