შექმენი შენი ტური
მცხეთა-მთიანეთი

   

 

მცხეთა -მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა.აქ ერთადაა კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები და ულამაზესი ხეობები, ალპური ველ-მინდვრები და ტბები, საოცარი სილამაზის უღელტეხილები და ჩანჩქერები.

 

   

 

მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, რომელიც მეორე იერუსალიმად იწოდება. იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში როგორც ქალაქი-მუზეუმი და კულტურული და პილიგრიმული ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში. მცხეთა-მთიანეთის მხარის რამოდენიმე პროვინცია-ხევი, პირიქითა  ხევსურეთი-ბუნებრივი პირობების გამო ზოგჯერ იკეტება ზამთრის თვეებში, თუმცა, ამავე რეგიონშია ისეთ ცნობილი და პოპულარული კურორტი, როგორიცაა გუდაური, სადაც მცირეთოვლიანობის დროსაც  კი გარანტირებულია თოვლის საფარი ნოემბრიდან მაისამდე.მისთვის დამახასიათებელია თბილი, მზიანი და წყნარი ამინდები და იგი ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის მიზიდველია. გუდაურს გააჩნია ოთხივე სპორტული ბილიკი-სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ- გიგანტი და ჩქაროსნული  დაშვება და ისინი დამტკიცებულია FIS -ს მიერ. თუმცა ეს მხარე შესანიშნავია  ზაფხულშიც და ტურიზმის შემდეგ სახეობებს მასპინძლობს-ლაშქრობები, კემპინგები, ცხენით გასეირნება, ჯომარდობა, ჰაიკინგი.