შექმენი შენი ტური

 

 

ქართლი მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. ამ მხარიდან გამომდინარეობს საქართველოს სახელწოდება. ისტორიკოს ლეონტი მროველის ცნობით აქ დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი-ქართლოსი. ქართლი ორ ნაწილდ იყოფა-შიდა და ქვემო ქართლად. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცენტრალური ქალაქის-გორის ჩრდილოეთით საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეიქმნა სამხეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ქვემო ქართლის ტერტორია თანამედოვე ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს რეგიონს. ერთ-ერთში, დმანისში 2001 წელა აღმოჩენილია აფრიკის შემდეგ უძველესი ადამიანის ნაშთები და სწორედ ამიტომ ისინი პირველ ევროპელებად მიიჩნევიან. მათი ასაკი 1,8 მილიონი წელია და ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. ამ სახეობას „ჰომო გეორგიკუსი“ ეწოდა.

 

 

 

თუმცა მხოლოდ ამით არაა გამორჩეული ეს მხარე. აქ კლდეში ნაკვეთი ქალაქების და გასაოცარი ხუროთმოძღვრული ძეგლების სიუხვე, მინერალური და თერმული წყლები, წინაალპური მთები, ნახევრადუდაბნო და მშრალი სუბტროპიკული  ზონებია. ქართლში კლიმატი თბილია, ჰავა კი-რბილი.