შექმენი შენი ტური

  

 

კახეთი ისტორიული რეგიონია საქართველოს აღმოსავლეთში. მოიცავს ასევე ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხე-თუშეთს.კახეთში რამოდენიმე ნაკრძალია, რაც მის ტერიტორიას უმეტესწილად დაცულობას ანიჭებს, თუმცა მხოლოდ ეს არაა მისი ხიბლის საფუძველი. კახეთს საქართველოს მარანს ეძახიან. აქ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მომხიბლავ საოჯახო მარნებს თუ საყოველთაოდ აღიარებული ქართული ღვინის დიდ საწარმოებს.ეს არის ვენახების, ღვინის, მზის, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების, მომხიბლავი პეიზაჟების და მხიარული ადამიანების მხარე, ხოლო მასში შემავალი ეთნოგრაფიული კუთხე-თუშეთი-მთლიანად დაცულ ტერიტორიაა საერთო ფართობით-1220 კმ-მდე.

 

 

 

იგი გამოირჩევა ისტორიულ არქიტექტურული ძეგლების, ხალხური რეწვის, ეთნიკური კულტურის სპეციფიკითა და განუმეორებლობით. აქ შენარჩუნებულია ბუნებრივი ხიბლი, რაც ასე აკლია თანამედროვე სამყაროს. თუშეთის მონახულება წლის განმავლობაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, წლის თბილ დროს.აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი-სოფელი ბოჭორნა, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მ-ზე მდებარეობს.