შექმენი შენი ტური

  

 

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ძეგლები ადასტურებს, რომ აქ ადამიანს ცხოვრება ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. აქ არის საოცარი მღვიმეთა კომპლექსები, სადაც დინოზავრის ნაკვალევსაც კი ნახავთ. პირვანდელი სახითა შენარჩუნებულ ნაკრძალებს, კოლხეთის დაბლობის ფლორისა და ფაუნის მრავალ ენდემურ ნაირსახეობას, საუკუნეთა განმავლობაში ნაგებ ხუროთმოძღვრების ძეგლებს, სამეფო რეზიდენციებსა და ტაძრებს. სამკურნალო კურორტ საირმეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებს შორისაც კი.

 

  

 

იმერეთის მთავარი ქალაქი და საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი-ქუთაისი -უძველესი დროიდან მოხსენიებულია უცხოურ(ბერძნულ, არაბულ) ქრონიკებში. იგი ბერძნულ არგონავტიკაში მოხსენიებულია, როგორც კოლხეთის დედაქალაქი.ქუთაისი არაერთხელ ყოფილა საქართველოს  სატახტო ქალაქი. ქუთაისში, გელათშია დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი.

გვერდს ვერ ავუქცევთ იმერლების სტუმართმოყვარეობას და სამზარეულოს, რომელიც ალბათ იმერლების დიდი ფანტაზიის შედეგადაა ასეთი მრავალფეროანი. მისი მშვენებაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც როგორც წესი, კეცებზე აცხობენ. იმერული სუფრა მდიდარია მხალეულითა და ფრინველის ხორცით, რომელსაც სხვადასხვნირად კმაზავენ. იმერლებმა გამორჩეული მასპი  ნძლობა იციან, ასევე შენიშნავთ მათ განსაკუთრებულ თავაზიანობასა და ზრდილობასაც. ძველ წყაროებს თუ დავუჯერებთ, იმერელი კაცი მტერთან ბრძოლაშიც კი ზრდილობით გამოირჩეოდა და  მოყვრის გულსაც იგებს.