შექმენი შენი ტური

   

 

გურია დასავლეთ საქართველოს ისტორიული კუთხეა და მისთვის დამახასიათებელია როგორც ვაკე, ისე გორაკიანი რელიეფი.ზოგადად კოლხეთის დაბლობი საქართველოს ყველაზე ტენიანი ადგილია, აქ ბევრი ჭაობი, ტბა და მდინარეა.ხოლო ფრინველთა მრავალსახეობით  ნამდვილად უნიკალური. შავიზღვისპირა რაიონებში ჰავა სუბტროპიკულია. აქ რამოდენიმე კურორტია-ურეკი, შეკვეთილი, ნაბეღლავი, ბახმარო.ეს უკნასკნელი სრულიად უნიკალურია  და ზღვის დონისდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს.აქ ზღვისა და მთის ჰავა ერთმანეთს ერწყმის და შესანიშნავია ფილტვების სამკურნალოდ. ნაბეღლავის ბალნეოლოგიური კურორტი ცნობილია მინერალური წყლებით  და ძალიან პოპულარულია საერთაშორისო ბაზარზე. ურეკის პლაჟი კი დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნეტიტს.

 

  

 

გურულებმა საოცარი მასპინძლობა იციან . გამოირჩევიან მახვილი იუმორით. მათთან სტუმრობა ნიშნავს -მოხვდე გემიელ სუფრაზე გონებამახვილ და მხიარულ მასპინძელთან, სადაც ასევე სრულიად უნიკალურ გურულ სიმღერას მოისმენთ-რომელსაც ქართულ პოლიფონიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და კრიმანჭული ეწოდება.კრიმანჭული დაგრეხილ რკინას ნიშნავს და იგი მამაკაცების მაღალი ხმით სრულდება.

 

  

 

გურული სამზარეულოს განსაკუთრებული კერძებია-საცივი, ღომი, ხარჩო, მჭადი, ლობიო, ფხალი, ხაჭაპური, თევზისა და ხორცის მრავალი სახეობა. გურულები კერძებში უხვად იყენებენ თხილს და ნიგოზს,, რაც განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს ადგილობრივ კერძებს.