შექმენი შენი ტური
ფშავ-ხევსურეთი

 

 

ფშავ ხევსურეთი საქართველოს ისტორიული კუთხეა და მცხეთა მთიანეთის რეგიონის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მისი ცალკე აღწერა ზედმეტი ნამდვილად არაა მისი უნიკალურობიდან გამომდინარე.საქართველოს მთიანეთის ეს მკაცრი კუთხე უხვადაა მოფენილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლებით  და მათ შორის უმნიშვნელოვანესია ციხე-სოფლები შატილი და მუცო. მათი განლაგება ტერასულია, კოშკებისაგან აშენებული სოფელი ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული  ზედა სართულზე განლაგებული გადასასვლელებით, რომ მტრის შემოსევის შემთხვევაში კოშკებში გამაგრებული სოფლის მაცხოვრებლები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ქუჩაში გაუსვლელად.

 

 

ფშავ-ხევსურეთისათვის დამახასიათებელია მკაცრი ბუნებრივი პირობები წელიწადის ცივ დროს და აქედან გამომდინარე საკვების მრავალფეროვნება შედარებით ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. თუმცა ალბათ ამ გარემოებამ აიძულა მოსახლეობა-ფანტაზიისთვის მოეხმო და შეექმნა ქართული სუფრის ისეთი შედევრი, როგორიცაა ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი ხინკალი.მისი დაგემოვნება საქართველოში ყველგან შეიძლება, თუმცა აქ მას განსაკუთრებული გემო აქვს, ადგილობრივი მცენარეული სუნელების დამატების გამო და ამ კუთხის შვილ კერძად ითვლება.

ეს მხარე ძალიან მიმზიდველია სხვადასხვა ტურისტული მიმართულებებისათვის-ლაშქრობები, კემპინგი, ცხენით გასეირნება, ჰაიკინგი, ჯომარდობა , კულტურული ტურიზმი და ა.შ.