შექმენი შენი ტური

 

აფხაზეთი საქართველოს  ულამაზესი კუთხეა, რომელიც ამჟამად საქართველოს იურისდიქციის მიღმა იმყოფება. ეს უძველესი ქრისტანული კუთხეა და შემკულია ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერებით-ბიჭვინთის, ილორის, ბედიის, მოქვის მონასტრები. აფხაზეთი მთასა და ზღვას შორის მოქცეულ სუბტროპიკული სამოთხის შთაბეჭდილებას ტოვებს. გასაოცარია რიწის ნაკრძალი-რიწის ტბით, რომელიც განუმეორებელი სილამაზით იზიდავს მნახველს, ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალში-უნიკალური რელიქტური ფიჭვნარით.ახალ ათონში აღმოჩენილია კარსტული მღვიმე, რომელიც რამოდენიმე დარბაზისაგან შედგება და განუმეორებელ სანახაობას ქმნის.

 

 

აფხაზეთის დედაქალაქია სოხუმი.მისი სახელწოდება ქართულ, კერძოდ სვანურ კილოზე გამოითქმის როგორც „ცხუმი“-რაც რცხილას ნიშნავს.

 

 

 

აფხაზეთის მიწაში  განისვენებს ქრისტეს მოციქულთაგან ერთ-ერთი - სვიმონ კანანელი, რომელმას ქრისტეს ჯვარი იტვირთა გოლგოთის გზაზე.