შექმენი შენი ტური

  

 

აჭარა საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი რეგიონია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.თავისი მდებარეობით და სწრაფად მზარდი ეკონომიკით და ინფრასტრუქტურით იგი შესანიშბავი ბაზაა ბიზნესისა და ტურიზმისათვის .ეს ულამაზესი კუთხე გამოირჩევა ბუნების მრავალფეროვნებით, მთისა და ზღვის კურორტებით, ბუნებრივი ნაკრძალებით და ულამაზესი პარკებით, ხოლო ზამთრის სეზონზე ერთ-ერთი  გამორჩეული სასრიალო ბილიკით, რომელიც მცირეთოვლიანობის დროსაც კი ყოველთვის თოვლითაა დაფარული.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი-შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ბათუმი არქიტექტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი უამრავ ტურისტს მასპინძლობს მთელი წლის განმავლობაში. აქ წარმოდგენილია ცნობილი ბრენდები-შერატონი, რედისონი, ჰილტონი, და განიხილება სამომავლო გეგმებიც.

 

   

 

ამავდროულად აჭარის პატარა ტერიტორიაზე შეიძლება მოხვდეთ სრულიად ხელუხლებელ წარმტაც ბუნებაში , დააგემოვნოთ აჭარული სუფრის განუმეორებელი შედევრები აჩმა, ბორანო...ამბობენ, აჭარაში მირთმეულ ქვიშაზე მოდუღებულ ყავას და ბაქლავას სულ სხვა სურნელი და ხიბლი აქვსო. აჭარული ხაჭაპური კი ყოველთვის გაგახსენებთ აქაურ მზეს და ზღვას-განუმეორებელი გემოს გარდა იგი ფორმითაც იმეორებს აქაურ პეიზაჟს.